TaoNews.Ge

„საფრანგეთი იმისთვის არ არსებობს, რომ დემორაფიული მაჩვენებელი აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული მოსახლეობის ხარჯზე გაზარდოს“, – აცხადებს ფრანგი პოლიტიკოსი ერიკ ზემური

„საფრანგეთი იმისთვის არ არსებობს, რომ დემორაფიული მაჩვენებელი აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული მოსახლეობის ხარჯზე გაზარდოს“, – აცხადებს ფრანგი პოლიტიკოსი ერიკ ზემური

ფრანგ პოლიტიკოს და მწერალ ერიკ ზემურის განცხადებით, საფრანგეთი იმისთვის არ არსებობს, რომ აფრიკიდან მოსახლეობის სულ უფრო მზარდი რაოდენობა მიიღოს. ზემურმა ასევე, დასძინა, რომ დემოგრაფიული ცვლილებების გამო, ქვეყნის მომავალი პოლიტიკური სისტემა უაღრესად იდენტიტარული იქნება.

„ჩვენ იმიტომ არ ვარსებობთ, რომ აფრიკის ქვეყნებიდან შემომავალი მოსახლეობის მზარდი რაოდენობა შევიკედლოთ. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ჩვენი განვითარებული და აყვავებული სახელმწიფო აფრიკის მოსახლეობის სამსახურში ჩავაყენოთ. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ მთელს აფრიკას ვუმკურნალოთ, როგორც წესი, ყოველგვარი საფასურის გარეშე“, – განაცხადა ზემურმა საფრანგეთის ყოველკვირეულ პოლიტიკურ ჟურნალ le point-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. პოლიტიკოსმა, რომელიც „აღდგენის პარტიას“ ხელმძღვანელობს ასევე, დასძინა, რომ „მე კარგად მესმის, რომ აფრიკელები, ამავე დროს არიან თავისუფალი, დამოუკიდებელი ხალხი და თავად განსაზღვრავენ, ვისთან იქნება მათთვის მეტად ხელსაყრელი მეგობრობა თუ ალიანსში შესვლა. ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქვეყნებზე, ჩვენ კი ჩვენს ქვეყანაზე“.

პოლიტიკოსის ინტერვიუდან გამომდინარე, აფრიკიდან საფრანგეთში დიდი რაოდენობით შესული მიგრანტების საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ქვეყანაში. გამოკითხვების თანახმად, დასავლეთში მიგრაციის სურვილს კიდევ ათობით მილიონი აფრიკელი გამოთქვამს, რომელთა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთი წარმოადგენს. ზემური უარყოფს იმ მოსაზრებას, თითქოს მის ქვეყანას ახლად ჩასული მიგრანტების მიღების რაიმე ვალდებულება გააჩნია. რაც შეეხება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს, რომელთანაც საფრანგეთს მჭიდრო კავშირები აქვს, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს ქვეყნები ახლა  საფრანგეთისგან „ემანსიპაციას“ ცდილობენ, რაზეც საფრანგეთმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

„საფრანგეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. მან უნდა აჩვენოს, რომ ის იმიგრაციას აფრიკის ქვეყნებიდან აღარ მიესალმება. ჩვენც უნდა მოვახდინოთ ჩვენი ემანსიპაცია საფრანგეთში არსებული აფრიკული კოლონიზაციისგან და აფრიკასთან ურთიერთობები ჯანსაღ საფუძველზე აღვადგინოთ“, – განაცხადა ზემურმა.

პოლიტიკოსმა, რომელიც ე.წ. „დიდი ჩანაცვლების“ შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს, ინტერვიუს დროს ასევე, განიხილა ის საკითხი, თუ როგორ არის დაკავშირებული საფრანგეთის პოლიტიკური სისტემის მომავლი დემოგრაფიის სწრაფ ცვალებადობასთან.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!