TaoNews.Ge

“სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,საფრთხილოა, ერთია გატეხონ, მეორე რისკია დამტკიცება”- კახიშვილი არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე

“სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,საფრთხილოა, ერთია გატეხონ, მეორე რისკია დამტკიცება”- კახიშვილი არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე

პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ – სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

აღნიშნულით ის ელექტრონული სისტემების დანერგვით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გამოეხმაურა. როგორც კახიშვილი განმარტავს, მსგავსი სისტემით არჩევნების ჩატარება დაცული ვერ იქნება.

„დღეს, ჩვენ გვაქვს დალუქული კონვერტები, ვეუბნებით, გადავთვალოთო, ამბობენ – არაო. ჰაერში რომ ჩამოვკიდებთ სერვერებს, ვინმე არის იმის დამამტკიცებელი? დაცვის მექანიზმებს ვერავინ ვერ განსაზღვრავს და ვერავინ ასპროცენტიან გარანტიას ვერ მოგცემთ. ტრამპის და ბაიდენის არჩევნებზე იყო საუბარი ჰაკერების შეტევაზე. ერთია, რომ გატეხოს და მეორე რისკია დამტკიცება, როცა თეთრზე შავს ვერ ამტკიცებ ქაღალდზე დაწერილს და ამბობენ, არაო, სერვერზე იოროგლიფებით და მოდულებით დაამტკიცებ ჩვენს საზოგადოებაში სიმართლეს? რა თქმა უნდა, ვერ დაამტკიცებ. ყველაფერი ახალი კარგია, მაგრამ საფრთხილოა. როცა არ იცი დენის მოხმარება, „სტეფცელში“ ხელი რომ შეყო, შეიძლება დენმა დაგარტყას, როცა იცი მოხმარება, იმ „შტეფცელს“ კარგად მოიხმარ. თუ ვიცით, მოვიხმაროთ, მაგრამ თუ არ ვიცით და ხელი უნდა შევყოთ ისე, ან ცხვირი, რომ დენმა დაგვარტყას, არ მინდა. ჩვენზე ძლიერი ქვეყნები ვერ იცავენ საკუთარ ქვეყანას კიბერუსაფრთხოების კუთხით, მითუმეტეს, ძალიან ბევრი არაკეთილმოსუნე გვყავს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი, მთავრობის საიტი დაბლოკეს, სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ, პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ. პატიმრების ბაზები მოგვპარეს და წაშალეს, მერე ახლიდან კოდში ითხოვდნენ ფულს, კიდევ კარგი, „ბექები“ გვქონდა გაკეთებული“, – განაცხადა კახიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა რაოდენობის თანხას ითხოვდნენ, უპასუხა, რომ „არ ახსოვს“.

„სიმართლე რომ გითხრათ, აღარ მახსოვს კონკრეტულად, მაგრამ რა თქმა უნდა, პრინციპული მოთხოვნა იყო, გამოძიება დავიწყოთ და გავიდეთო. კიდევ კარგი, მანამდე ცოტა ტვინი ვიხმარეთ და „ბექები“ გავაკეთეთ, ხელმოცარულები დარჩნენ, რადგან 6 თვით ადრე დავიწყეთ „ბექების“ გაკეთება, სისტემის აწყობა, რომ ინფორმაცია დაკოპირებული ყოფილიყო, რომ ერთ ინფორმაციის მატარებელზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, როგორც კი ეს მოვრჩით, ერთი-ორი თვის მერე, წაგვიშალეს, კიდევ კარგი გვქონდა, მაგრამ ფაქტი ხომ მოხდა“, – განაცხადა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!