TaoNews.Ge

„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ისრაელში ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილ კაცებს სპერმასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეჰქმნიათ.

„ვიცით, რომ კვლევები არის რომ ვინც გადაიტანა კოვიდი, პრობლემები არსებობს სპერმასთან და ყველა იყო აღშფოთებული. ეს იმიტომ, რომ კვლევები არსებობს. ხოლო ვაქცინასთან დაკავშირებით ასეთი კვლევები არ იყო.

ახლა მაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, ისრაელში ჩატარდა კვლევები და ნახეს, რომ ვინც „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ადამიანები ოჯახის შექმნას ფიქრობენ, ნერვიულობენ.

ასეთი კვლევა გვინდა ჩინურ ვაქცინაზეც. დადონ, კარგია თუ ცუდი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო რაც გვაქვს არის ძალიან ანგაჟირებული და პოლიტიკური“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!