TaoNews.Ge

სალომე სამადაშვილმა ენმ ოფიციალურად დატოვა

სალომე სამადაშვილმა ენმ ოფიციალურად დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ენმ ოფიციალურად დატოვა, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე უკვე ნაციონალურ მოძრაობას, რომ პარტიას ვტოვებ.

უხეშ პოლიტიკურ შეცდომას მიმაჩნია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან.

მე ვიყავი მომლაპარაკებელი ერთ-ერთი და საერთაშორისო ასპარეზზე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის დამაზიანებელი.

ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიად. როგორც არის, უკვე დიდი ხანია,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ხელის არ მოწერა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის ძალიან დიდი შეცდომა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!