TaoNews.Ge

პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” პროექტს ვეტო არ დაადო

სალომე ზურაბიშვილი – “პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა აბსურდული იყო”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღშფოთებულია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლით პარლამენტში, რომელის სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა- იყო ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე – მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისა, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში.

რაც დავინახეთ პარლამენტში არის საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა – თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ ისინი არიან ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.” თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

„მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარდა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს – ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში მიღებული იყოს კანონი, რომელიც ავიწროვებს ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!