TaoNews.Ge

“სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენენ”

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მასაც ფარულად უსმენს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა. ევროპარლამენტარმა პრეზიდენტის მონაყოლი  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა. მაკლ გალერის თქმით, არაა გამორიცხული, უკანონო მოსმენების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.

“არა მარტო ჩვენ მეგობრებს და ევროკავშირის და გერმანიის ელჩს, პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, ეს აღმაშფოთებელია. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ასევე აღმაშფოთებელია, ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს”, – ამბობს მაიკლ გალერი.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ,,ევროპის სახალხო პარტიის” წევრის ნათქვამს არ ენდობიან.

,,ევროპის სახალხო პარტიის” მხრიდან, რა თქმა უნდა, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გადადგომის მოთხოვნა გასაგებია იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი და ისინი პოლიტიკური თვალსაზრისით ეხმარებიან ოპოზიციას”, – ამბობს ბექა დავითულიანი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს.

ევროპარლამენტარის შეფასება არის ზუსტი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში გამოძიება უნდა იყოს დაწყებული, თუმცა აუცილებლად, ცხადია, მინისტრი გადადგებოდა ამ ვითარებაში”, – ამბობს “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.
პარტია “საქართველოსთვის” უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას ელოდება და წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს.

არ არსებობს პასუხები, ავთენტურია თუ არაა ავთენტური ჩანაწერები, ამიტომ წინასწარი შეფასებების გაკეთება რთული იქნება, სანამ არ იქნება პასუხი ავთენტურობის ჭრილში”, – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!