TaoNews.Ge

საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩს მაყურებელი დაესწრება- შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდა

უწყებათაშორისი  სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდა.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.

პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს.

ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

კვლავ ძალაშა რჩება  21:00 საათიდან დილის 5 საათამდე ღამის გადაადგილების შეზღუდვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!