TaoNews.Ge

სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლის ამოქმედება გადაიდო

სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლის ამოქმედება გადაიდო

 „სტრატეგიული  კვლევებისა  და  განვითარების  ცენტრი“   (momxmarebeli.ge) ავრცელებს განცხადებას სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლის ამოქმედების  გადადების თაობაზე. „2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსმთავრობამ მიიღო დადგენილებები,  რომლებიც  ითვალისწინებს  უსაფრთხოების  მოთხოვნებისა  და
სახელმწიფო კონტროლის დაწესებას შემდეგ პროდუქციაზე: სათამაშოები; აირად
საწვავზე  მომუშავე  მოწყობილობები;  ინდივიდუალური  დაცვის  საშუალებები
(მექანიკური ზემოქმედებისგან,  სითხეებისგან,  სიცივისა და სიცხისგან/ხანძრისგან
და სხვა დაცვა); მანქანა-დანადგარები (ნაწილობრივ).
ამ  დადგენილებების  მიღება  მოხდა  ევროკავშირ-საქართველოს  ასოცირების
შეთანხმების ფარგლებში და ჯერ კიდევ 2016 წელს დამტკიცებული „სამრეწველო
და  სამომხმარებლო  პროდუქტების  ბაზარზე  ზედამხედველობის  მრავალწლიანი
სამოქმედო გეგმით“ იყო გათვალისწინებული. სხვათა შორის, ამ გეგმის თანახმად
ეს  დადგენილებები  2019  წელს  უნდა  მიღებულიყო,  თუმცა,  როგორც  ვხედავთ,
დაგვიანდა.
დადგენილებების  მიღების  მიუხედავად,  უსაფრთხოების  მოთხოვნების  დაცვას
სავალდებულო ხასიათი არ მიუღია და მეწარმეებს მიეცათ  1  წელი,  რათა ახალი
მოთხოვნების  დასაკმაყოფილებლად  მომზადებულიყვნენ.  თუმცა,   2020  წლის
დეკემბერში ზემოაღნიშნული მოთხოვნების ამოქმედება კიდევ 6 თვით, 2021 წლის
1 ივლისამდე გადაიდო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,
ამოქმედების  ვადის  გადაწევა  მოხდა  მეწარმეთა  თხოვნით,  რადგან  მათ
კორონავირუსის  პანდემიის გამო,  ვერ  შეძლეს  ახალ რეგულაციებთან  საკუთარი
საქმიანობის  შესაბამისობაში  მოყვანა.  არსებულმა  შეზღუდვებმა  შეაფერხა  მათი
მხრიდან  სათანადო  კომუნიკაციის  დამყარება  მომწოდებელ  სუბიექტებთან,“-
აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!