TaoNews.Ge

გემი, რომელიც სუეცის არხს კეტავდა, თავთხელიდან მოხსნეს

საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა იზრდება

2022 წლის 7 თვეში საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს, 7 თვეში სატრანსპორტო საშუალებებს შორის, წყლის ტრანსპორტით სავაჭრო ბრუნვამ 3,731 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 2,911 მლრდ აშშ დოლარი. საერთო ჯამში, საზღვაო გადაზიდვებზე საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 36,6% მოდის. 2022 წლის 7 თვეში საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობამ 10,188 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამასთან, წელს 7 თვეში საბორნე გადაზიდვებით ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,444 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში 1,081 მლრდ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-ივლისში, საზღვაო გადაზიდვებით 2,287 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2021 წლის 7 თვეში კი – 1,830 მლრდ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც ყველაზე მეტი (თანხის მოცულობით) საბორნე გადაზიდვები შესრულდა.

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2022 წლის 7 თვეში საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე მეტი ტვირთი გავიდა:

  • ჩინეთი – 449,537 მლნ აშშ დოლარი
  • ბულგარეთი – 226,574 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 184,773 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა – 108,903 მლნ აშშ დოლარი
  • პერუ – 103,340 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 64,201 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი – 24,301 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი – 22,785 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია – 20,772 მლნ აშშ დოლარი
  • რუმინეთი – 19,359 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის 7 თვეში საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე მეტი ტვირთი შემოვიდა:

  • აშშ – 449,364 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი – 360,018 მლნ აშშ დოლარი
  • რუმინეთი – 165,652 მლნ აშშ დოლარი
  • იაპონია – 137,573 მლნ აშშ დოლარი
  • ბულგარეთი – 104,391 მლნ აშშ დოლარი
  • ბრაზილია – 97,220 მლნ აშშ დოლარი
  • ჩილე – 92,251 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 85,002 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა – 67,814 მლნ აშშ დოლარი
  • ინდონეზია – 64,942 მლნ აშშ დოლარი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!