TaoNews.Ge

სად არის გმირი ლეგენდების სახელები? ახალმა თაობებმა ვისგან მიიღონ მაგალითები?! ტიკტოკერებისგან?“- გიორგი გასვიანი

სად არის გმირი ლეგენდების სახელები? ახალმა თაობებმა ვისგან მიიღონ მაგალითები?! ტიკტოკერებისგან?“- გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანი, მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ საქართველოში ეროვნული გმირების შესახებ მხატვრულ ფილმებსა და სერიალებს არ იღებენ, ეპოქას ვერ აღწერენ, სამაგიეროდ, 30 წლის განმავლობაში მედია მუდმივად დაპირისპირებებს გვიჩვენებს.

გიორგი გასვიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მაშინ ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი – საბჭოთა პერიოდის მსხვერპლნი იყვნენ… რეჟიმის, ტოტალიტარიზმის და ოკუპაციის შეურიგებელნი! დღეს ხომ დამოუკიდებელია ეს ქვეყანა… 30 წელია!  მაგრამ,  მათზე ერთი ნორმალური ფილმი, სერიალი, ეპოქის აღწერა ვერ შევძელით!..  რას გადმოსცემს მედია 30 წლის განმავლობაში?? აქცია-გაჭირვება-დაპირისპირება-აქცია-გაჭირვება-გადადექი!-  მერე მიდის ჭიდაობა დაულაგებელ დემოკრატიაზე, ამაზე, იმაზე – მილიონი უბედურება ყოველ დღე! სად არის გმირი ლეგენდების სახელები? რატომ არ ხდება მათი მხატვრული, ან  დოკუმენტური პოპულარიზაცია დღევანდელი  თავისუფალი  გადასახედიდან?

თავისუფალი სახელმწიფო, აბა, როგორ უნდა შედგეს?

ახალმა თაობებმა ვისგან მიიღონ მაგალითები??? ტიკტოკერებისგან? (რას ვერჩი ტიკტოკერებს, მაგრამ სათქმელს მიმიხვდებით ვიცი)…“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!