TaoNews.Ge

საბერძნეთის ეკლესიის მეთაური: ვაქცინა ან საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ

საბერძნეთის ეკლესიის მეთაური, უნეტარესი იერონიმე ტრანსგენდერი ქალის ტაძრიდან გაძევებას გმობს

“ეკლესია იღებს ყველა ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე,” ასეთ განცხადებას აკეთებს ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალითეაში სასულიერო პირმა ტრანსგენდერი ქალი ტაძრიდან გააძევა და სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა.

“ყოველი ადამიანი არის პიროვნება და როგორც პიროვნება, ის არის ღვთის ხატება. ჩვენი ეკლესია არა მხოლოდ ამ წმინდა დღეებში, არამედ ყოველდღე, ყოველთვე და ყოველ წუთს უამრავ გაჭირვებულ ადამიანს იტევს. იღებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც განსაცდელის წინაშე დგას, იქნება ეს სქესთან დაკავშირებული თუ რასასთან, ფერთან დაკავშირებული დისკრიმინაცია. ის იღებს კრიტიკისა და სტიგმატიზაციის გარეშე. ჩვენი ეკლესიის ყველა სასულიერო პირი უნდა იყოს ღვთისა და ყოველი ადამიანის დიაკონი,” აცხადებს უნეტარესი იერონიმე.

როგორც ირკვევა, კალითეას ტაძარში შესულ ტრანსგენდერ ქალს იქ მყოფმა მღვდელმა უთხრა, რომ ეკლესიაში მისნაირი “ანომალების” ადგილი არ იყო და ის საქმე უნდა ეკეთებინა, რაც იცის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!