TaoNews.Ge

ეკა ხერხეულიძე – “ტვინნაღრძობებო, შუბლზე ამოტვიფრული ნამგალი და უროთი პუტინიც არ დადის და მეტი რა მტკიცებულება გინდათ?!”

„სააკაშვილმა ქვეყანა შექმნა, მან აღმართა პირველად ევროკავშირის დროშა“ – ეკა ხერხეულიძე

„ადამიანების ერთობლიობა, ძალისხმევა არის ყველაზე საშიში მათთვის, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას. როდესაც ამდენი განაწყენებული ადამიანი ქუჩაში დგება იცი, რომ შენი ძალაუფლება და მმართველობა არის შერყეული“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ ახალა არის ის დრო, როდესაც ყველამ პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადავინაწილოთ.

„გუშინდელმა დღემაც და წინა 2 აქციამაც აჩვენა ქართველი ხალხის შეუქცევადი სურვილი იმისა, რომ ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირი ზეწოლით უარს არ ვიტყვით ევროპაზე. ყველაფერი არის შესრულებადი, ყველაფერი არის გამოსწორებადი. ევროპარლამენტარმა იკითხა გუშინდელ აქციაზე, რატომ არ ვითხოვთ იმას, რაც დღესვე არის შესრულებადი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

სხვათა შორის, აქციაზე პოლიტიკოსები ვდგავართ უკან. ყველაფერს აქვს თავისი დინამიკა. დადგა ის დრო, როდესაც პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადავინაწილოთ, როგორც პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

ეკა ხერხეულიძის  თქმით, აუცილებელია პოლიტპატიმრების  გათავისუფლება და მათი გათავისუფლება იქნება ღია ნაბიჯი იმისა, რომ ევროკავშირისკენ ვისწრაფვით.

„ჩვენ ჩვენი თავი უნდა ვიპოვოთ ამ ბრძოლაში და ჩვენი ვალდებულებები უნდა გაგვაჩნდეს. პოლიტიკოსებიც ძალიან ბევრს ვცოდავთ და გვეშლება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აქ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, ადამიანები ვისაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იმ საქმეში, რისთვისაც ახლა ჩვენ ვიბრძვით კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2004 წელს აღმართა პირველად ევროკავშირის დროშა და თქვა, რომ ეს არის ჩვენი განუხრელი გზა იმისთვის რომ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, ეს ადამიანი არ შეიძლება კვდებოდეს ტანჯვით საავადმყოფოში, ნიკა გვარამიამ, რომელმაც 10 წელი აჯანჯღარა მიძინებული ქვეყანა არ შეიძლება დაგვავიწყდეს.

აუცილებელია კონსოლიდაცია. ეს არის ის თემები, რომელიც ძალიან მალე მყისიერად გადაწყდეს. პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ღია ნაბიჯი იმისა, რომ ევროკავშირისკენ ვისწრაფვით. ამ ადამიანმა ქვეყანა შექმნა. მთავარია სწორი გზით ვიაროთ.

ადამიანების ერთობლიობა, ძალისხმევა არის ყველაზე საშიში მათთვის, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას. როდესაც ამდენი განაწყენებული ადამიანი ქუჩაში დგება იცი, რომ შენი ძალაუფლება და მმართველობა არის შერყეული, გიწევს კომპრომისის ძებნა იმისთვის, რომ შეინარჩუნო ხელისუფლება. დეოლიგარქიზაცია არის ქვეყნის გზა. სანამ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება ვერცერთ შემთხვევაში ქვეყანას არ აქვს მომავალი“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!