TaoNews.Ge

ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია-ომბუცმენი ლევან იოსელიანი

სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივა მედიდან“ შესაძლო გადაყვანის საკითხს გამოეხმაურა.

იოსელიანის თქმით, ის იზიარებს იმ პოზიციას, რაც წინა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ჰქონდა დაფიქსირებული, რომ
სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის.

„მე არ ვიცი “ვივა მედის” განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის მაინცდამაინც ციხეში დაბრუნებას, შეიძლება აქ დაწესებულებაზეა საუბარი და სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სახალხო დამცველს (ნინო ლომჯარიას) აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული. მე არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რამაც შეიძლება მისი მდგომარეობა დაამძიმოს”, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ვივა მედმა“ უწყებას სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანის მოთხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!