TaoNews.Ge

“ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად “მთავარის” საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი”- მეუფე ნიკოლოზი

სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფეებმაც მოაწერეს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა და კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ხელი მოაწერეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების არასწორი გზა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს და საერთო ენა უნდა გამონახოს ყველამ. ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც. თუ ამ გზით წავალთ, ადრე თუ გვიან, ყველა ციხეში ამოყოფს თავს, ამიტომ რა საჭიროა? არასწორია პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, ისევე, როგორც თუნდაც პრემიერ-მინისტრის“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ვადასტურებ, რომ ხელი მოვაწერე [პეტიციას]. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ინსტიტუტს. ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები”. – განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!