TaoNews.Ge

 საავადმყოფოს თანამშრომელმა, რომელსაც15 წელი სამსახურში არ უვლია, ხელფასის სახით 538 ათასი ევრო მიიღო

იტალიაში საავადმყოფოს თანამშრომელს ბრალი წაუყენეს იმაში, რომ 15 წლის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა, თუმცა ხელფასს იღებდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

ქალაქ კატანძაროში მდებარე საავადმყოფოს თანამშრომელმა სამსახურში სიარული 2005 წელს შეწყვირტა. გამოძიება მას თაღლითობაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან წლების განმავლობაში ხელფასის სახით 538 000 ევრო მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, 2005 წელს მან სამსახურში სიარული შეწყვიტა და დირექტორს დაემუქრა, რომ მისი გაცდენების გამო დისციპლინური ანგარიში არ შეევსო. ძველი მენეჯერის სამსახურიდან წასვლის შემდეგ, საავადმყოფოს ახალ მენეჯერსა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ბრალდებულის სამსახურში ყოფნა არ შეუმოწმებიათ.

გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ასევე მიმდინარეობს საავადმყოფოს ექვსი მენეჯერის წინააღმდეგ.

2016 წელს იტალიის მთავრობამ სახელმწიფო სექტორში სამუშაოს გამცდენების წინააღმდეგ კანონმდებლობა გაამკაცრა.

წყარო:imedinews.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!