TaoNews.Ge

რუსული ბირთვული შესაძლებლობის ბომბდამშენები საზღვარზე კრიზისის კონტროლისთვისაა- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მას რუსული ბირთვული შესაძლებლობის Ту-160-ის ტიპის ბომბდამშენები პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის გასაკნოტროლებლად სჭირდება.

ლუკაშენკომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბელარუსის ცაში რუსულმა თვითმფრინავებმა მცირე ვარჯიში ჩაატარეს.

ეს უკვე ზედიზედ მეორე დღე იყო, როდესაც რუსეთმა მოკავშირის, მინსკის მხარდაჭერის ნიშნად ბელარუსის საჰაერო სივრცეში საკუთარი სტრატეგიული ბომბდამშენებით გადაიფრინა. პარალელურად ევროკავშირის ქვეყნები ლუკაშენკოს მთავრობას პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებზე შექმნილი მიგრანტების კრიზისის გამო ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებენ და ახალი სანქციების დაწესებას აპირებენ.

“საზღვარზე არსებულ სიტუაციას ჩვენ მუდამ უნდა ვაკონტროლებდეთ. დაე იწივლონ, დაე იყვირონ. დიახ, ამ ბომბდამშენებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. უნდა ვხედავდეთ თუ რას აკეთებენ საზღვრის მეორე მხარეს”, – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!