TaoNews.Ge

გლდანის ციხეში, 30 მსჯავრდებული შიმშილობს

რუსთავის ციხეში ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

უწყების განმარტებით, დაღუპულები პატიმრები არიან.

ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიღუპა, სამზარეულოში იყო დასაქმებული. რაც შეეხება მეორე დაღუპულს,  ის სწორედ სამზარეულოში მყოფი პატიმრის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა გამოსვლა ვერც მან შეძლო.

გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!