TaoNews.Ge

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ  ვლადიმერ პუტინს შეუძლია – ნინო ბურჯანაძე

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია – ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია.

მისი თქმით, რუსეთთან საუბარი აუცილებელია.

„ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მე ვიცი, რომ რუსეთში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნამდვილად არის ვლადიმერ პუტინი. თუ საქართველოში მოსახლეობას სურს, ნამდვილად შეცვალოს რუსულ-ქართული პოლიტიკა, მაშინ უნდა ისაუბრონ იმ ადამიანთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!