TaoNews.Ge

რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა

რუსეთში, პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დმანისის მკვიდრი ვაკილ აბდულაევი  მოკლა,  რომელიც 3 დღის წინ დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებული კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ რუსეთში აბდულაევი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და ძალის გამოყენებით დაკავება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის გამო კი ერთერთმა პოლიციელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით თავში ესროლა.

აბდულაევი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი მკვლელის დასჯას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!