TaoNews.Ge

რუსეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შტამი“ დაფიქსირდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს.

„აღმოჩენილია 28 შემთხვევა, რომლებიც დაკავშირებულია ბრიტანულ ვარიანტთან, ორი კი – სამხრეთ აფრიკულ ვარიანტთან,“- აღნიშნულია „როსპორტრებნადზორის“ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის „ბრაზილიური ვარიანტი“ არ დაფიქსირებულა.

ამასთან, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ სპეციალისტებმა ქვეყანაში კორონავირუსის სხვა მუტაციების 16 შემთხვევაც აღმოაჩინეს.

რამდენიმე დღის წინ „როსპორტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ აღნიშნა, რომ რუსეთში „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!