TaoNews.Ge

2020 წელს Facebook-მა ცუკერბერგის უსაფრთხოებისთვის $23 მილიონზე მეტი დახარჯა

რუსეთმა Facebook-ი და Twitter-ი დაბლოკა

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ “როსკომნადზორმა” ქვეყანაში რუსულ მედიაზე წვდომის შეზღუდვის საპასუხოდ სოციალური ქსელის Facebook-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.

“როსკომნადზორის” განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრიდან Facebook-ის მიერ რუსული მედიის დისკრიმინაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, წვდომა შეზღუდული იყო სახელმწიფო მხარდაჭერილ არხებზე, როგორიცაა RT და საინფორმაციო სააგენტო RIA.

„ბოლო დღეებში სოციალურ ქსელს შეზღუდული წვდომა აქვს ანგარიშებზე: „ზვეზდა“, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, „სპუტნიკი“, „Russia Today“, “Lenta.ru” და “Gazeta.ru“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, გამოცემა Guardian-ი “ინტერფაქსზე” დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, Twitter-იც აკრძალა.

მათივე ინფორმაციით, დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!