TaoNews.Ge

“უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის გადასაწყვეტია და არა მოსკოვის”

„რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინის ომი ნატოსთან ომად წარმოაჩინოს“ – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ომის პანერვოპულ კონფლიქტში გადაზრდას ცდილობს.

მისივე თქმით, ნატო უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ კონფლიქტის თანამონაწილე არაა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ამ ომის ესკალაცია, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ, მისი ყალბი „რეფერენდუმებით“ უკრაინის ოთხ ოლქში, ასევე იყო პრეზიდენტ პუტინისა და სხვა რუსეთის ლიდერების ბირთვული რიტორიკა და რუსეთში შეიარაღებული ძალების მობილიზების გადაწყვეტილება. ეს არის კონფლიქტის სერიოზული ესკალაცია, რომელსაც მხოლოდ მეტი ტანჯვა და სიკვდილი შეიძლება მოჰყვეს.

ახლა ნატო და ნატოს მოკავშირეები არ არიან ამ კონფლიქტის მხარე. დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ გვყავს იქ ნატოს ჯარები ან ნატოს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაეროს წესდების დებულებების შესაბამისად, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის წინააღმდეგაც ხდება თავდასხმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ უფლების დაცვაში. მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე. ამავდროულად, რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს ეს კონფლიქტი, როგორც ომი რუსეთსა და ნატოს შორის, როგორც მისი ომი დასავლეთთან. ეს ომი ასეთი არ არის. ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!