TaoNews.Ge

რუსეთი დონბასის მიერთებას არ გეგმავს – დიმიტრი პესკოვი

„რუსეთის ხელისუფლება დონბასის მიერთებას არ აპირებს,“ – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ევროკავშირი მოსკოვის მიერ რუსეთში დონბასის ეტაპობრივი ინტეგრაციას შესახებ წერს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„რუსეთი არავის ჩაყლაპვას არ გეგმავდა და არ გეგმავს. ამით არასოდეს ვყოფილვართ დაკავებულები“ – განაცხადა პესკოვმა.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედება დონბასის „ფაქტობრივი ინტეგრაციისკენ“ არის მიმართული. სტატიის ავტორები ამის დამადასტურებელ ქმედებად რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგებას და იქ არჩევნების ორგანიზებას ასახელებენ.

2021 წლის აპრილში, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალები გადაისროლა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დონბასში ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი შესაბამის ზომებს მიღებს, რათა მოსახლეობაში მსხვერპლი არ დაუშვას და 1990-იან წლებში სრებრენიცის მოსახლეობის განადგურების მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.

წყარო : pia.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!