TaoNews.Ge

მოსკოვმა ჩეხეთის საპასუხოდ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 24 საათიანი ვადა განუსაზღვრა

რუსეთის საგარეო სამინისტრო Russia Today-ის გერმანულენოვანი არხების დაბლოკვის გამო YouTube-ისა და გერმანული მედიის წინააღმდეგ საპასუხო ზომებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის რუსეთის სამთავრობო უწყებებს მოსთხოვს, მიიღონ საპასუხო ზომები YouTube- ისა და გერმანული მედიასაშუალებების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც YouTube-მ Russia Today-ის გერმანულენოვანი პროექტები აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა.

”იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი მთლიანად შეესაბამება რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო ომის ლოგიკას, რუსეთში გერმანული მედიის წინააღმდეგ საპასუხო სიმეტრიული ზომების მიღება არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიც უნდა იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ [გერმანული მედია] წარსულში რამდენჯერმე გამოიჭირეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც “უპრეცედენტო საინფორმაციო აგრესიის აქტი”, რომელიც YouTube-მ გერმანიის ხელისუფლების დავალებით განახორციელა.

ცნობისათვის, YouTube-მ Russia Today-ის ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, Russia Today-ს არხები კოვიდ-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკეს.

ipn

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!