TaoNews.Ge

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის მუქარა სომხეთს – თუ სომხეთი ჰააგის სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაიძაბება

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ჰააგის სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი  „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს,- იუწყება „რია ნოვოსტი“.

რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს და თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება,- აღნიშნავს სააგენტო.

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ უკრაინიდან რუსეთში  ბავშვების დეპორტაციის გამო,  ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!