TaoNews.Ge

ავიაკომპანია “ბრითიშ ეარვეისი“ ითხოვს, რომ კორონავირუსზე აცრილმა მგზავრებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების მომხრეა

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა, რომ ის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების მომხრეა, –  იუწყება Rise.

მისი თქმით, მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული პერიოდისა,  მიაჩნია, რომ რაც უფრო მაღალი იქნება კომუნიკაცია რუსეთსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის, მით უკეთესი.

”ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ძალიან თანაუგრძნობენ რუსეთის ფედერაციას და მხარს უჭერენ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს”, – ხაზგასმით აღნიშნა ნოვიკოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვიზების კუთხით სიტუაციას განიხილავს, მაგრამ ამ საკითხის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ახლა შესწავლილი უნდა იყოს. პარლამენტარმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სერიოზულად შემსუბუქება ღირდა.

„მანამდე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა – 69% რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრე იყო. მოსახლეობის 21% წინააღმდეგი იყო“ – წერს „Газета.Ru“  (https://www.gazeta.ru/politics/news/2023/02/13/19733791.shtml)

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!