TaoNews.Ge

სამხრეთ ისრაელში სირენების ხმაა – მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

რუსები კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის განადგურებას აპირებენ- უკრაინის კულტურის მინისტრი

რუსები კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის განადგურებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია წერია, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპირებს დაბომბოს “უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ობიექტები” უკრაინის დედაქალაქის ცენტრში – ქალაქ კიევში.

„ეს დანაშაულებრივი ზრახვები საფრთხეს უქმნის როგორც კიევის ხალხს, ასევე სალოცავებს. დაბომბვის გამოცხადებული სამიზნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში არის წმინდა სოფიას ტაძარი მე-11 საუკუნის მოზაიკებითა და ფრესკებით.

ისინი ცდილობენ გაანადგურონ მთელი უკრაინის ისტორია და ცდილობენ მის მითვისებას.
ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. რუსეთის მიერ საკათედრო ტაძრის ნებისმიერი ზიანი ან დანგრევა გამოუსწორებელი ზარალი იქნება მთელი კაცობრიობისთვის.

იუნესკოს წერილი უკვე გავუგზავნეთ.

მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას ჩაერიოს და დაეხმაროს იუნესკოს დუმილის დარღვევას, რათა გადავარჩინოთ წმინდა სოფიას ტაძარი განადგურების საფრთხისგან!“, – აცხადებს უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!