TaoNews.Ge

რუსა მორჩილაძის შვილი გეგი ახვლედიანი ექვსი თვეა ციხეში ზის

რუსა მორჩილაძის შვილი გეგი ახვლედიანი ექვსი თვეა ციხეში ზის

თბილისში, ექვსი თვის წინ მომხდარი კრიმინალური გარჩევის დროს, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ცნობილი კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის შვილი დააკავეს.

23 წლის გეგი ახვლედიანი ცივი იარაღით ჭრილობის განზრახ მიყენებისთვის სასჯელს უკვე ექვსი თვეა იხდის. ახალგაზრდებს შორის სისხლიან გარჩევას გეგი ახვლედიანის მეგობართან ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა, რის შემდეგაც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლის შვილი ჩაერთო.

“რუსა მორჩილაძის შვილი, გეგი ახვლედიანი დეკემბრის თვეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაიჭირეს. დიდი ჩხუბი იყო, საქმის გასარჩევად გეგი დანით მივიდა და პოლიციამაც ამიტომ აიყვანა. როგორც ვიცი, დაჭრილმა გეგის მეგობარს შეურაცხყოფა მიაყენა.

ამიტომ, გეგიმ მეგობრის დაცვა გადაწყვიტა და როცა ის ბიჭი თავს დაესხა, გეგიმ დანით მოიგერია. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა, შემთხვევა დიდუბეში მოხდა, ამაზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და ახლა ის პატიმრობაშია.” – ამბობს ოჯახის ახლობელი.

წყარო პრაიმ ტაიმი

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!