TaoNews.Ge

რომელი შეზღუდვები მოიხსნება 8 მარტიდან

რომელი შეზღუდვები მოიხსნება 8 მარტიდან

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მიიღო გადაწყვეტილება, 8 მარტიდან, საქართველოში შეზღუდვების მორიგი ნაწილის მოხსნის თაობაზე.

ხვალიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

საქართველოს მასშტაბით, რესტორნები შიდა სივრცეებშიც აღადგენენ ფუნქციონირებას.

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

15 მარტიდან:უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას შეძლებენ.

ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ;

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!