TaoNews.Ge

„კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ” – გუბაზ სანიკიძე

„როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?“ – გუბაზ სანიკიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუბაზ სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა – როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში.

„მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, სხვათაშორის, ამაში გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები, 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ 24 საუკუნის მერე თქვენ მოსულიყავით ხელისუფლებაში. მესმის, ოქროს ვარკვლავები ხართ, ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ქართველ ხალხს თქვენგან ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე ოფიციალურად პასუხი. პასუხს თუ მივიღებ, პირობას გაძლევთ, რომ ამას (ამნისტიის პროექტი) მხარს დავუჭერ, ოღონდ პასუხი გაგვეცით, როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში“, – მიმართა სანიძკემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!