TaoNews.Ge

როგორია მამა პეტრე კოლხის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია მამა პეტრე კოლხის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამა პეტრე კოლხის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.
პეტრე კოლხი გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მგულშემატკივრობს, ვისაც ვახსოვარ, ვინც ჩემთვის ლოცულობს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ეს გაუსაძლისი ტკივილი.
ჩემთვის მარხვის პირველი დღე დიდი განსაცდელით დაიწყო და მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომივლინა, რადგან მარხვას თან ახლავს განსაცდელები.
ეს ნიშნავს იმას, რომ უფალს ვყვარებივარ.
მადლობა ყველა თქვენგანს, უფალმა გაგვაძლიეროს ერთმანეთის ნუგეშში.მადლი და წყალობა არ მოგვაკლოს. სინანულის მარხვა,სიხარულის აღდგომა მოგვცეს უფალმა“.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს მამა პეტრე კოლხი შვილთან ერთად ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად, მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი სოფია არ დაშავებულა. რაც შეეხება მამა პეტრეს, მას ხელის მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!