TaoNews.Ge

რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა

რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა

რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა.

აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის 4 თებერვალს გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით რიყის დოქების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!