TaoNews.Ge

რიონის ხეობის მცველები პრემიერის პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან

რიონის ხეობის მცველები პრემიერის პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დღეს, 21 აპრილს პირადად დაუკავშირდა გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე რომელმაც თქვა, რომ ამ დრომდე პრემიერთან მათი მოთხოვნების განხილვა ვერ მოახერხეს, რადგან ის ჯერ იზოლაციაში, შემდეგ კი მიშელთან შეხვედრაზე იყო.

მისივე განცხადებით, პრემიერთან საკითხს დღეს განიხილავენ და პასუხი პარასკევს არ გადაცილდება.

“ეს დრო, რომელიც ახლა გადის და რომელიც ამოიწურა გონივრული ვადა, არ მუშაობს მათთვის და დღესაც, რწმუნებულსაც დავუკავშირდი და ვუთხარი ჩვენი პოზიცია, რომ თუკი ამას დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები მიმდინარე კვირაში, ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ ჩვენამდე, თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს ბუნებრივია გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად, შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა თავისუფლად პროტესტის ჩატარების შესაძლებლობა.

მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება განხილვა პრემიერთან ამ საკითხის და მათგან პასუხი პარასკევს არცერთ შემთხვევაში არ გადაცილდება. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით პარასკევს”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!