TaoNews.Ge

რომან გოცირიძე მოუწოდებს პრეზიდენტს “ლგბტ” მარშზე მივიდეს და მხარი დაუჭიროს

რიგგარეშე არჩევნები იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ ამასაც სჭირდებოდა მოპოვება – რომან გოცირიძე

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსთაველზე მისულებს წერილით, პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებსა და საკუთარი პარტიის წევრებს საპროტესტო აქციების გაგრძელებას, ტექნიკური მთავრობის შექმნასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომლითაც ის მომხრეებს ხელისუფლების ცვლილებისკენ მოუწოდებს, უკვე მოჰყვა პირველი პოლიტიკური შეფასებები. მათი გამოხმაურება ამ საკითხზე არაერთგვაროვანია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მოსაზრება რელევანტურია და ეს არის შანსი, რათა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს:

“ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა 24-მდე, ევროპას ეგრძნო რომ საქართველო მიდის სწორედ იმ მიმართულებით, საითკენაც მიგვითითებს. რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ ამასაც სჭირდებოდა მოპოვება,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე.

რაც შეეხება პოლიტიკოსების მეორე ნაწილს, მათი თქმით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ დღევანდელ აქციაზე ყველა ერთიანი უნდა იყოს.

“9 აპრილი იყო თუ რაც იყო, ადამიანები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ რაღაც ჯგუფი იყოს პოლიტიკოსებისგან და არაპოლიტიკოსებისგან შემდგარი. მე ფინალს ვნახავ დღეს და გეტყვით ვინ რა აპირებს. რეფორმირებული საარჩევნო სისტემაა საჭირო, თორემ იგივე სისტემით, იმავეს გააკეთებს ოლიგარქი,”- ამბობს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!