TaoNews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთზე – ყველანაირი გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგი ვართ, მიუღებელია სამხედროების მხრიდან ჩარევა და გადატრიალებისკენ მოწოდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სომხეთში ნებისმიერი სახის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბედი მხოლოდ მის მოქალაქეებზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება სომხეთში გადატრიალების მცდელობას, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყველანაირი გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგი ვართ. ჩვენთვის შეუძლებელია გადატრიალებების მიღება. ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ გითხრათ, მიუღებელია სამხედროების მხრიდან ჩარევა და გადატრიალებისკენ მოწოდება. თუკი მოხდება მთავრობის ცვლილება, ეს უნდა გაკეთდეს სომეხი ხალხის მიერ“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, სომხეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, განაცხადა, რომ ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!