TaoNews.Ge

რა ქონება დაუტოვა შვილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა- ადვოკატის განმარტება

რა ქონება დაუტოვა შვილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა- ადვოკატის განმარტება

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ „იმედის დღეში“ ხმაურიანი საქმის დეტალებზე და ჩოგბურთელის ოჯახურ დავაზე ისაუბრა.

გადაცემაში სტუმრობისას მან დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც დეტალურად ისაუბრა იმ ქონებაზე, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეს გადაუფორმა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს, რომელსაც არასამთავრობოები ავრცელებენ. თურმე ბინას ართმევს ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ შვილს, არ უხდის ალიმენტს. პირადი სივრცე გახადეს საზოგადოების განსჯის საგანი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მამა-შვილის ურთიერთობა გააცივონ. რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს განცდა, რომ მამა ოდესღაც ასე ექცეოდა? მე როგორც მისი უფლებადამცველი, იძულებული გავხდი ვისაუბრო.

ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა, საჯაროდ დაწერეს, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს ართმევს ბინას. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2018 წლიდან არ ცხოვრობენ ერთად. ნელი დოროყაშვილმა  განქორწინებამდე დაიწყო ქონებრივი სასამართლო დავა. ვინაიდან ნიკოლოზმა თქვა, მას არ სურს შვილთან ქონებრივ დავაში შესვლა, ამიტომ შედგა მორიგების აქტი. ყველა ქონება გადავიდა ნელი დოროყაშვილის სახელზე, დაახლოებით 3 მლნ ლარზეა საუბარი.

მან მეუღლეს დატოვა სახლი ჭავჭავაძე, ეს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ხელით აშენებული, თავისი დამხმარე ნაგებობებით, ავეჯით, პარკინგით, სწორედ ეს სახლი გადაუფორმა ქალბატონ ნელი დოროყაშვილს, რასაც ადასტურებს ამონაწერი.

ასევე ცოლს მისცა ძვირადღირებული ავტომობილი, გოგებაშვილზე გადაუფორმა კომერციული ფართი, რომლის ღირებულებაც 300  ათას ლარზე მეტია და გაქირავებულია ათწლიანი იჯარით, საიდანაც ყოველთვიურად რამდენიმე ათასლარიანი შემოსავალი აქვს.

გარდა ამისა, ამ მორიგების აქტში ეწერა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა გადაეხადა 100 000 დოლარი, 15 ათასი გადაიხადა ივნისში, დანარჩენი 85 ათასი დეკემბერში. რაც შეეხება ალიმენტს, ვინაიდან ეს მოლაპარაკება იყო, რომ მას ჰქონდა შემოსავალი და ერთჯერადი კომპენსაცია გადაუხადა, ალიმენტს არ ითხოვდა ნელი დოროყაშვილი. ამის მიუხედავად ნიკოლოზ ბასილაშვილს გასული წლის თებერვლიდან, დეკემბრის ჩათვლით ჩარიცხული აქვს 7500 ლარი.

ეს ჭავჭავაძის და გოგებაშვილის ბინა უკვე მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაა“ – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!