TaoNews.Ge

„რაღაც დროის შემდეგ ყველა ქვეყანაში გაჩნდება და ამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით“ – გამყრელიძე ინდურ შტამზე

„რაღაც დროის შემდეგ ყველა ქვეყანაში გაჩნდება და ამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით“ – გამყრელიძე ინდურ შტამზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კორონავირუსის ინდურ შტამზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინდოეთში არა მხოლოდ ინდური, არამედ ბრიტანული შტამიც არის გავრცელებული.

გამყრელიძის თქმით, ორმაგი მუტაცია, რასაც ინდურ შტამს ეძახიან, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ის უმცირესობაშია.

„ძალიან გთხოვთ ინდურ შტამზე აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. იმიტომ რომ თვითონ ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება რაც არის, მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. იქ ბრიტანული შტამი პრევალირებს. ორმაგი მუტაცია, რასაც ინდურ შტამს ეძახიან, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ის უმცირესობაშია.

უმრავლესობა არის ბრიტანული შტამი, ამიტომ ეს შტამები ყველა ქვეყანაში რაღაც დროის შემდეგ გაჩნდება და იქნება. ამის გამო „ბუას“ ნუ შევქმნით. იმიტომ რომ ის ვაქცინები, რომელიც ჯერჯერობით ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტურობით ამ მუტირებულ შტამებს ფარავენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!