TaoNews.Ge

რატომ მატყუებდა სახელმწიფო, რომ ქვეყანაში ტექინსპექტირების კანონი მუშაობს? – შატილის გზაზე ავარიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული

რატომ მატყუებდა სახელმწიფო, რომ ქვეყანაში ტექინსპექტირების კანონი მუშაობს, – ამის შესახებ შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ტურისტული კომპანიის დირექტორმა, შალვა ბოლოთაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბოლოთაშვილი სახელმწიფოს ბრალეულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა „მასზე სურთ ხელის შეწმენდა“.

„მე პატივს ვცემ კანონმდებლობას და ამ შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების შესახებ კანონს. სამწუხაროდ, ავარიის შემდეგ გავიგე, რომ მათი არ უნდა მჯეროდეს. რატომ მოხდა ისე, რომ რაც მათი მოსაგვარებელი იყო, მხოლოდ ერთი ადამიანის, შალვა ბოლოთაშვილის მოსაგვარებელი გახდა? ტურის ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა, რომ წესრიგში იყო ყველაფერი. ის რატომ აღარ არის საქმეში? სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული ტექისნპეტირების საშუალებით და ახლა გსურთ, ხელი მე შემაწმინდოთ. რატომ მატყუებდა სახელმწიფო, რომ ქვეყანაში ტექინსპექტირების კანონი მუშაობსო?!“, – განაცხადა შალვა ბოლოთაშვილმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!