TaoNews.Ge

ამერიკაში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს -დონალდ ტრამპი

რას ედავებიან დონალდ ტრამპს? – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საბრალდებო დასკვნა გასაჯაროვდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება გასაჯაროვდა.

„დონალდ ტრამპმა არაერთხელ და თაღლითურად გააყალბა ნიუ-იორკის სამეწარმეო ჩანაწერები, რათა დაემალა დანაშაულები, რომლებითაც მალავდა საზიანო ინფორმაციას ამომრჩეველთაგან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მანჰეტენი არის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეწარმეო ბაზარი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ვინმემ თავისი ჩანაწერებით დანაშაულებრივი ქცევის დასაფარად მანიპულირება მოახდინოს“, – განაცხადა პროკურორმა ელვინ ბრეგმა.
„სასამართლოს დოკუმენტებისა და სასამართლოში ჩანაწერებში გაკეთებული განცხადებების თანახმად, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის დეკემბრამდე, ტრამპმა მის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის, შესაძენად და გასანადგურებლად თანხა გადაიხადა და აღნიშნული გადასახადები დამალა.

ერთ შემთხვევაში, American Media Inc-მა (AMI) Trump Tower-ის ყოფილ კარისკაცს 30 000 დოლარი გადაუხადა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპის უკანონო შვილის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

მეორე შემთხვევაში, AMI-მ პორნოვარსკვლავ ქალს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, 150 000 დოლარი გადაუხადა. AMI-მ, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ მისი ქცევა უკანონო იყო, გააკეთა ცრუ ჩანაწერები თავის სამეწარმეო ჩანაწერებში, სადაც აღნიშნული თანხის გადახდის ნამდვილი მიზნების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

სასამართლოს მესამე ინსტანციაში, საპრეზიდენტო საერთო არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ტრამპის გარემოცვამ 130 000 დოლარი გადაურიცხა პორნოვარსკვლავის ადვოკატს.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა სპეციალური მრჩევლის სახელზე სულ 11 ჩეკი გასცა გადასახადების გაყალბების მიზნით. ამ ჩეკებიდან ცხრას ხელი თავად მოაწერა. თითოეული ჩეკი დამუშავებული იყო ტრამპის ორგანიზაციის მიერ და უკანონოდ იყო შენიღბული, როგორც გადახდილი იურიდიული მომსახურებისთვის, რომელიც გაწეული იყო არარსებული ხელშეკრულების შესაბამისად. საერთო ჯამში, ნიუ-იორკის სამეწარმეო ჩანაწერებში გაკეთდა 34 ყალბი ჩანაწერი, რათა დამალულიყო საწყისი ფარული 130 000 დოლარის გადახდა“, – აღნიშნულია ნიუ-იორკის ოლქის პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!