TaoNews.Ge

რამზან კადიროვი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

რამზან კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდნენ

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მან უკრაინაში მებრძოლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კადიროვის თქმით, ჩეჩენმა მებრძოლებმა, აქამდე წარმატებით მოახერხეს უკრაინულ სამხედრო ობიექტებზე კონტროლის დამყარება ისე, რომ ადამიანური დანაკარგი არ განეცადათ.

ამასთანავე, ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება გაამართლა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუშლის მოსკოვის მტრებს ქვეყანა პლატფორმად გამოიყენონ, საიდანაც რუსეთს დაესხმებიან თავს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!