TaoNews.Ge

რამზან კადიროვი – ჯო ბაიდენს გროზნოში ვეპატიჟებით, ჩვენ ვუმკურნალებთ ან მინიმუმ შევეცდებით აღვუდგინოთ მეხსიერება

რამზან კადიროვი – ჯო ბაიდენს გროზნოში ვეპატიჟებით, ჩვენ ვუმკურნალებთ ან მინიმუმ შევეცდებით აღვუდგინოთ მეხსიერება

„ერთმნიშვნელოვნად, ბაიდენს ესაჭიროება მკურნალობა და არა ქვეყნის მართვა. ადამიანმა, რომელმაც არ იცის, რა ჰქვია ამერიკის თავდაცვის მინისტრს, არ იცის ძალოვანი სტრუქტურების სახელწოდება, რეალურად საშიშია საზოგადოებისთვის. ვფიქრობდი, ის მხოლოდ ჩვენი საწინააღმდეგო სანქციებით იყო საშიში, მაგრამ როგორც ვრწმუნდებით, ბაიდენი მთელი კაცობრიობისთვის არის საშიში“, –  თქვა  ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ“. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!