TaoNews.Ge

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს.

„ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, – ეს განცხადება სოსო ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სოსო ტყემალაძემ განაცხადა, რომ რაგბის კავშირის გამგეობის 16 კაციანი ჯგუფი დაასახელა. „მათ შორის ორი ქალია და იმედი მაქვს რაგბის კავშირის საქმიანობაში სხვა სიმშვიდეს შემოიტანენ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!