TaoNews.Ge

ჟურნალისტების უხამსი ფოტოს გავრცელების გამო, სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერდა

ჟურნალისტების უხამსი ფოტოს გავრცელების გამო, სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერდა

შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებ ღლონტს მეუფე იოსებმა მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ირკვევა, რომ ამის მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან Facebook-ზე უხამსი შინაარსის ფოტოს გაზიარება ხდება.

მეუფე იოსებმა მას მღვდელმსახურება რამდენიმე თვით შეუწყვიტა და ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ვლადიმერ მენაბდის Facebook-პოსტის კომენტარებში დაწერა. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მიტროპოლიტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჩვენს ეთერში, გუშინ მამა იოსების კომენტარი გავიდა.

მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება,” – წერს მეუფე იოსები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!