TaoNews.Ge

კაცს რომ კარიერის სანაცვლოდ კალთაში ჩაუჯდები და სატაცურივით ყელზე შემოეხლართები ეს უკვე შევიწროება აღარ არის ჩემო კარგებო!-ნინო ადამაშვილი შალვა რამიშვილთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე

კაცს რომ კარიერის სანაცვლოდ კალთაში ჩაუჯდები და სატაცურივით ყელზე შემოეხლართები ეს უკვე შევიწროება აღარ არის ჩემო კარგებო!-ნინო ადამაშვილი შალვა რამიშვილთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე

ნინო ადამაშვილი ეხმაურება “პოსტ ტვ”-ის დირწქტორის და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტ, შალვა რამიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას აქვეყნებს.

ადამაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“🙌აუცილებლად წასაკითხი
✍️მოკლედ,დიდი ხანია თვალს ვადევნებ შალვა რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვფიქრობ რომ ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია.. განსაკუთრებით ბოლო დღეებში უკვე ძალიან ზედმეტი მოუვიდათ ზოგიერთებს პირადად ჩემი მიმართულებით ❗☝️რომ მნიშნავთ ,სად მნიშნავთ🤔
რომ მიხსენიებთ, სად და რატომ მიხსენიებთ?! მეც ოჯახი მყავს ,რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ❤️და იქ კიდევ მუშაობენ ჩემი მეგობრები, რომელთაც შვილები და ზოგს შვილიშვილებიც კი ჰყავთ! ❤️( განსაკუთრებით გამაღიზიანებელი გახდა ის ფაქტი რომ დამიკავშირდა ერთი ჩემი მეგობარი მათი ბაბლიდან ( ე.წ.შუამავალი) და მითხრა რომ იქნება მეც ავლაპარაკდე,რადგან დიდი მაყუთები ტყდება ამ საქმეში! ( თან ჩემი მოდელებიც ავიყოლიო(ვინც არ იცით ,მე იქ გარდა წამყვანისა , ქასთინგ მენეჯერიც ვიყავი და ათეულობით ადამიანი მოსულა ჩემს მიერ ჩანიშნულ ქასთინგზე)
🌝 ბიძია 🤌თქვენ მე ვინმეში ხომარ გეშლებით!🧐 რაზე უნდა ავლაპარაკდე, იმაზე რაც არასოდეს ყოფილა?!
_ ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი იყო ერთადერთი. _შელაპარაკება მოხდა ჩემსა და იუმორისტ_ პროდიუსერ ზვიო ბლიაძეს შორის. რაც უკავშირდებოდა ჩემთვის ახალი გადაცემის გაკეთებას,(ძველმა გადაცემამ რადგანაც ამოწურა თავისი თავი) ვაკეთებდი ახალს, რაზეც არაერთი დაპირების მიუხედავად ბოლოს უარი მივიღე. ხოლო როდესაც შალვასთან გასაუბრება მოვინდომე, მან ჩემთან სასაუბროდ დრო ვერ გამონახა.რადგან ვერ მოიცალა და პარტიული საქმეები ჰქონდა.. ხოდა მეც მეწყინა..ავდექი და წამოვედი.. 🤌 რეალური მიზეზი აი ეს იყო და არა ის, რასაც თქვენ ხლართავთ!
შალვა რამიშვილთან მე მაკავშირებს 20 წლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა..( 20 წელი არც 20 დღეა და არც 20 თვე ..
ამ 20 წლის განმავლობაში ის არასოდეს ყოფილა არც მოძალადე და არც შემავიწროვებელი!..
✅მასთან ვმუშაობდი ტელეკომპანია 202-ზე, სტუდიო პლანეტა ლაზიკა, ტელეკომპანია იმედი, რადიო თანამგზავრი, ტელეკომპანია პოსტივი.. მას ჩემზე უკეთ არავინ იცნობს!
დღემდე არ მითქვამს და ახლა ვიტყვი,რომ მე ვიყავი ის ერთადერთი ადამიანი ,(მისი მეუღლის გარდა)ვინც 4 წელი მიდიოდა მასთან რუსთავში ,ციხეში და ამანათები მიჰქონდა. ასევე მის ცოლ _ შვილთან მიდიოდა და მის ოჯახს ყველანაირად მხარში ედგა..
და ყოველთვის ჭირში და ლხინში გვერდით ვედექი.. ასევე ხშირად მინახავს მის კაბინეტში ე.წ. სელებრითების მანჭვა გრეხვა.. 🤌🧐 პ.ს.კაცს რომ კარიერის სანაცვლოდ კალთაში ჩაუჯდები და სატაცურივით ყელზე შემოეხლართები_ ეს უკვე შევიწროება აღარ არის ჩემო კარგებო! 🙂 _მე ვარ ინტერნეტ პლატფორმა #თავისუფალიბლოგერები -ს დამფუძნებელი.. ჩემს ყველა ჯგუფში გვერდსა თუ პორტალზე ნაცებსაც და ქოცებსაც თანაბრად ურტყამენ ❗ (ცხადია ვირტუალურად)) ყველას , მათ ვინც საზოგადოებას დააზარალებს!..
და გარწმუნებთ,ამ პოსტის შემდეგ, ხვალიდან ,ზუსტად ასევე გაგრძელება!..
განსაკუთრებით გამაღიზიანებელი გახდა ჰეშთეგ კამპანია ” შალვა რამიშვილი მოკვდეს” სადაც ადამიანები ერთმანეთს ნიშნავენ და იმუქრებიან შალვას მისამართით!..( სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეშია)!
☝️ აი პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ სვავები!.. ლეშის მჭამელები!..
❗დიახ!მე ქალი ვარ და ცხადია ვემიჯნები ქალზე ძალადობას..(თუ არსებობს ასეთი რამ ამ შემთხვევაში) მაგრამ თქვენ ვინ ხართ?!🧐
💨სიცოცხლე არის ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლება.. და თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება რომ ვინმეს ეს ფუნდამენტური უფლება წაართვათ!❗🧐🤌
კარმა უბედური რამეა ” მწიფეს ესროდნენ , მკვახე ცვიოდაო ” 🙂
_მე ერთი წელია არც მინახავს შალვა და მასთან ამ ეტაპზე არაფერი მაკავშირებს.. მაგრამ ასე ადამიანს გადაუარო და სხვებსაც ტვინი გაუქლიბო რომ აგყვეს ავტომატურად, ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი..
🙌მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის..
🦖ეხლა აქ არავინ შემომივარდეს , თორემ არაფერს მოვერიდები და ვათრევ ნახმარი პლაშივით!.. ენები მოკლედ გეჭიროთ , გირჩევთ მე თქვენ ☝️
და ბოლოს..💥
” ილაპარაკო დაუფიქრებლად, იგივეა რაც ისროლო დაუმიზნებლად ” ✍️ მიგელ დე სერვანტესი
#თავისუფალიბლოგერები”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!