TaoNews.Ge

რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ინანებენ ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ- პუტინი

პუტინმა „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ დუმას კანონპროექტი წარუდგინა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას interfax ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ ხელშეკრულებას გასული წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებაში  აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.

რუსეთის ფედერაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც სრულწლოვანების ასაკს მიაღწიეს, უფლებას აძლევს, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.

ასევე აღნიშნულია, რომ ორივე მხარის მოქალაქეობის პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.

შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან. იგი მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებისთვის, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს ოფიციალური არხებით მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.

„ხელშეკრულების შეწყვეტა ავტომატურად არ იწვევს არცერთი მხარის მოქალაქეობის შეწყვეტას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!