TaoNews.Ge

პუტინმა და  ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს

პუტინმა და ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს. ატომურ ელექტროსადგურს მერსინის პროვინციაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე რუსული სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომი“ აშენებს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.

ერდოღანის განცხადებით, ატომურ ელექტროსადგურს ნახშირორჟანგის ნულოვანი დაბინძურება აქვს და გარემოს არ აზიანებს.

„აკუიუს“ სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10 პროცენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!