TaoNews.Ge

ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს-ვლადიმერ პუტინი

პუტინი ემზადება ბირთვული დაპირისპირებისთვის – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ – The telegraph

პუტინი ბირთვული დაპირისპირებისათვის ემზადება, ჩვენ კი ამისთვის მზად უნდა ვიყოთ – The Telegraph
როგორც ბრიტანული გაზეთი The Telegraph წერს,  შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი, რომლის შედეგად ამერიკული დრონი განადგურდა, საშიშ წინასწარგანზრახულ პროვოკაციას წარმოადგენს, რუსების მიერ დაგეგმილს.
„სავარაუდოდ, შესაძლოა სიტუაცია უფრო გაუარესდეს – ეს უბრალო წვრილმანი იქნება იმასთან შედარებით, რაც წინ შეიძლება გველოდოს, თუ მომზადებულები არ ვიქნებით“, – ნათქვამია სტატიაში.

„ვლადიმერ პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული, მისი პოზიციები ყოველდღიურად სუსტდება მას შემდეგ, რაც უკრაინის ჰორიზონტზე დასავლური ტანკები გამოჩნდნენ და რაც უფრო ახლოვდება ვლადიმერ ზელენსკის არმიის შეტევის დრო. რუსეთის არმია იფიტება, ბახმუტში ბრძოლები აგრესორს ძვირი უჯდება, ყოველდღიურად უამრავი რუსი ჯარისკაცი იღუპება… უკრაინელებს განზრახული აქვთ რუსები არა მარტო დონბასიდან გააძევონ, არამედ ყირიმიდანაც, რაც, უეჭველია, ვლადიმერ პუტინის მმარტველობას დაასრულებს’, – აღნიშნავენ ავტორები.

„მაგრამ იმავდროულად საშიში და სახიფათო მომენტიც შეიძლება დადგეს. ვლადიმერ პუტინს მოსწონს ისეთი სცენები, რომელთა მომსწრე ახალგაზრდობის დროს ლენინგრადში გახდა – როგორ თავგანწირულად მოქმედებს და წინააღმდეგობას სწევს კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა. მრავალი წლის განმავლობაში კრემლი გულმოდგინედ ქმნიდა ვლადიმერ პუტინის, როგორც „კაგებეს“ ყოფილი ოფიცრის მკაცრ სახეს, რომელსაც არ ეშინია გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა სამშობლოს დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გაერთიანებული დასავლური ძალების წინაშე დგას. თუმცა მთალად ასე არ არის. ვლადიმერ პუტინი ბრმად არ მოქმედებს, ის რაციონალურია და პრაგმატული. მან კარგად იცის მოწინააღმდეგის სუსტი მხარეები, მაგრამ თვითონაც არ არის შემცდარი. პუტინს კარგი ცხოვრება უყვარს. როგორც გარი კასპაროვი ამბობს, „პუტინს სურს ქვეყანა სტალინივით მართოს, მაგრამ ასევე უნდა [მილიარდერ] აბრამოვიჩივით იცხოვროს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: შეუძლია თუ არა ვლადიმერ პუტინს რისკზე წავიდეს და ბირთვული იარაღი გამოიყენოს? რამდენად აქვს მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი? ავტორები ამერიკულ Heritage Foundation-ის კვლევაზე დაყრდნობით წერენ, რომ დასავლეთმა ზედმეტად გაამარტივა პუტინის შესაძლებლობათა არეალი – კონკრეტულად ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. „ჩვენი აზრით, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მხოლოდ ტაქტიკუს სვლას წარმოადგენს, რომელიც დასავლური აუდიტორიის დასაშინებლად არის გამიზნული, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შესუსტდეს. ისინი, ვინც ფიქრობს, რომ რუსები ბირთვულ იარაღს ომში გამოსაყენებელ იარაღად თვლიან, სცდებიან“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

„და მაინც, ჩვენ ვერ ვიქნებით საბოლოოდ დარწმუნებულები იმაში, რომ რუსეთი უკრაინის ომში ატომურ იარაღით „ბოლო საშუალების“ სახით არ ისარგებლებს. კრემლის ბირთვული დოქტრინის მიხედვით, არსებობს რამდენიმე სიტუაცია, როცა მოსკოვს ამ იარაღით სარგებლობა შეუძლია (თუ მოწინააღმდეგე რუსეთის წინააღმდეგ მსგავს იარაღს გამოიყენებს, თუ რუსეთის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე შეიქმნება და ა.შ), თუმცა, მიუხედავად იმისა, არცერთი პირობა ჯერ არ დამდგარა, რუსეთის ხელმძღვანელობა „საფრთხის არსებობას“ თავისუბურ ახლებურ ინტერპრეტაციას უკეთებს.

ახლახან გამართულ კონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ   სამხედრო დოქტრინაზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მეორეც, პუტინმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინის ომი ეგზისტენციალური ტერმინებით შექმნეს – მათი მტკიცებით, თუ ნატო უკრაინას “დაიპყრობს”, მაშინ რუსეთი შემდეგი იქნება“.

რა უნდა გააკეთოს დასავლურმა მთავრობებმა?
პირველ რიგში, მათ უნდა დაამშვიდონ საზოგადოება, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მოჰყვება მტკიცე გლობალური პასუხი. ბირთვული საფრთხე არ არის უბრალო ბლეფი.

იაპონიაში, 2011 წლის ფუკუშიმას სამოქალაქო ბირთვული კატასტროფის შედეგად მიღებული ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი იყო ის, რომ ინფორმაციის ნაკლებობამ, განსაკუთრებით რადიაციის დონის არაზუსტმა შეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორად ინფორმირებული გადაწყვეტილებები. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააუმჯობესონ რადიაციის გამოვლენის მონიტორინგი ბირთვულ ობიექტზე სარაკეტო დარტყმის ან სამხედრო ოპერაციების ზონაში მდებარე ატომური ქარხნისგან გამოწვეული ავარიის შემთხვევაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას სამოქალაქო ბირთვული ავარიებისგან, მაგრამ ასევე შეიძლება დაეხმაროს ომის დროს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა შევინახოთ სამედიცინო მარაგი, როგორიცაა კალიუმის იოდიდი და პირადი დამცავი აღჭურვილობის მარაგი.

რაც მთავარია, რუსეთმა დიდი ხნით ადრე ზუსტად უნდა იცოდეს რა იქნება პასუხი. სტრატეგიული გაურკვევლობა უბრალოდ ძალიან სარისკოა ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები მოსკოვთან, მაშინაც კი, თუ კრემლი არ რეაგირებს,” – წერს The telegraph.

ასევე დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მოჰყვება მტკიცე გლობალური პასუხი. რაც მთავარია, რუსეთმა დიდი ხნით ადრე ზუსტად უნდა იცოდეს რა იქნება პასუხი. სტრატეგიული გაურკვევლობა უბრალოდ ძალიან სარისკოა ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები მოსკოვთან, მაშინაც კი, თუ კრემლი არ რეაგირებს.

თუ პუტინი მიიღებს საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საბედისწერო გადაწყვეტილებას – ბირთვული იარაღი გამოიყენოს თუ ქიმიური, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედონ ახლავე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ეს საფრთხე და უზრუნველყონ ამერიკული და ბრიტანული საზოგადოებისა და მოკავშირეების დაცვა,” – წერს The telegraph.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!