TaoNews.Ge

ბორის ჯონსონი – პუტინი ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა – ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა

„პუტინთან დათმობა კატასტროფამდე მიგვიყვანს“ – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ ქვეყანა უკრაინას მხარს ბოლომდე დაუჭერს, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი  ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან მოსკოვისთვის ნებისმიერი დათმობა კატასტროფას გამოიწვევს.

„არავის არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ პუტინთან დათმობა კატასტროფის გარდა სხვა რამეს გამოიწვევს“, – განაცხადა ჯონსონმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა მსგავსი დათმობები უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიის ჯილდოდ აღიქვან.

ჯონსონმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას ახალ პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!