TaoNews.Ge

მესი „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა

პსჟ მესის წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს

პსჟ-ის მფლობელის, ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის ძმამ, ხალიფა ალ-ტანიმ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ლეო მესისთან მოლაპარაკებები დასრულდა და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ დეტალებს ასაჯაროვებს, რომელთაც პსჟ ლიონელ მესის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ სთავაზობს.

პარიზელები მზად არიან, არგენტინელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმონ და სეზონურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ბონუსებიც დაემატება.

მოლაპარაკებას “პარი სენ ჟერმენთან” ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

ასის ჟურნალისტი ანდრეს რამოსი იტყობინება, რომ მესი მალე ჩავა პარიზში, პსჟ-ის ფორვარდმა კილიან მბაპემ კი აბარგება გადაწყვიტა და გუნდის დატოვებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

სპორტალი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!