TaoNews.Ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მიმართავს და  კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღეს გამართულ მთავრობის  სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინის მიღებადმდე მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ის მინიმალური წესები დაიცვას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭიროა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს მომავალში შემოვა.

„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე, საზოგადოების მხრიდან შეინიშნება რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას, ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, რათა არ დავუშვათ ქვეყანაში მესამე ტალღის განვითარება. ჩვენ ვაწარმოებთ და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!